10 ფაქტი მელანია ტრამპის შესახებ

გთავაზობთ 10 ფაქტს აშშ-ის ახალი პირველი ლედის შესახებ.

1. მელანია ტრამპი მეორე პირველი ლედი იქნება აშშ-ის ისტორიაში, რომელიც შეერთებულ შტატებში არ დაიბადა. პირველი, აშშ-ს მეექვსე პრეზიდენტის, ქვინსი ადამსის მეუღლე იყო. მელანია წარმოშობით სლოვენიიდანაა.

2. მელანია ტრამპი ლუბლიანას უნივერსიტეტში არქიტექტურისა და დიზაინის სპეციალობას სწავლოდა, მაგრამ ეს საქმიანობა არ დაუსრულებია, ის მილანში წავიდა, სადაც სამოდელო კარიერა დაიწყო.

3. მელანია ტრამპი მეუღლეზე 24 წლით უმცროსია (ტრამპი 70 წლისაა). ის ტრამპის მესამე მეუღლეა. მათ საერთო ვაჟიშვილი – 10 წლის ბარონი ჰყავთ.

4. მელანია ტრამპის ქორწილი მინიმუმ $ 1 მლნ დაჯდა.

5. მელანია ტრამპი 2005 წლიდან 2009 წლამდე ამერიკაში „წითელი ჯვრის“ კეთილი ნების ელჩი იყო.

6. მელანია ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი ლედია, რომელიც გაშიშვლდა.

2000 წლის იანვარში მისი ფოტო ბრიტანული ჟურნალის GQ-ის ყდაზე დაიბეჭდა.

7. მელანიას საკუთარი ბიზნესი აქვს. ის საათებისა და სამკაულების ბრენდის მფლობელია, რომელზეც მუშაობა 2010 წელს დაიწყო. გარდა ამისა, საიუველირო ბრენდში ასევე შედის კოსმეტიკაც. 8. მელანია ხუთ ენაზე საუბრობს – სლოვენიური, ინგლისური, ფრანგული, სერბული და გერმანული.

9. გამოცემა Washington Post-ის გამოკითხვით, მელანია ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების ისტორიაში, ყველაზე ნაკლებად პოპულარული პირველი ლედია. მანამდე, ყველაზე არაპოპულარული პირველი ლედი ჰილარი კლინტონი იყო.

10.ტრამპი ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვას გეგმავს. მისი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სოციალურ ქსელებში ბავშვებსა და მოზარდებზე თავდასხმების აღკვეთა და მათი უფლებების დაცვა იქნება.

 

წყარო:ipress.ge

Comments
Loading...