10 რამ რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანების შეყვარებულებმა

1. აუცილებლად გაათამამეთ თქვენი საყვარელი ადამიანი, რადგან იგი ყველა ნიშნისგან გამორჩეულად ნებიერაა.

2. ენდეთ ბოლომდე, რადგან ორიგინალური და გამჭრიახია. მას ყველაზე რთულ სიტუაციაშიც შეუძლია გამოსავლის პოვნა.

3. მას არაფერი ავიწყდება, რადგან იდეალური მეხსიერება აქვს, ამიტომ ეცადეთ არ მოატყუოთ და შემდეგ ტყუილებით თავი არ იმართლოთ.

4. სერიოზული მასხარაა, შეუძლიათ დაუნდობლად დაგცინოთ, ამიტომ შეეცადეთ, ისეთი არაფერი ჩაიდინოთ, რომ მისი ასაგდები გახდეთ.

5. ცოტა ხელმრუდეა, შეიძლება გაგეხუმროთ და რაღაც მოგპაროთ, მაგრამ ხუმრობითვე დაგიბრუნებთ.

6. მიდრეკილება აქვთ ცნობილობისკენ, ამიტომ თუ რაღაც განსაკუთრებულისკენ ისწრაფვის ხელი არ უნდა შეუშალოთ.

7. საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, ამაში თავადაც არის დარწმუნებული და ამიტომ ხუმრობებს სერიოზულ ფასს ადებს. ამიტომ ნუ შეაწუხებთ, რომ ხშირად იხუმროს.

8. სიყვარულში მისთვის გულის ტკენა საკმაოდ რთულია. თუ რამე არ მოეწონა, დაგემშვიდობებათ და მალე მოგიძებნით შემცვლელს.

9. კარგად ეგუებიან ვირთხის წელში დაბადებულ ადამიანებს, მაგრამ განსაკუთრებულად უნდა მოერიდოს ვეფხვს.

10. მიდრეკილება აქვთ მრავალშვილიანობისკენ, ამიტომ რომ გაიგებთ ფეხმძიმედაა, აღფრთოვანება გამოხატეთ.

Comments
Loading...