ანზორ ერქომაიშვილის საფლავი გაძარცვეს

ანზორ ერქომაიშვილის საფლავი გაძარცვეს, – ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს,  საფლავიდან მოპარულია შაშვის ქანდაკება.

ანზორ ერქომაიშვილის საფლავის გაძარცვის ფაქტს  ოჯახის ახლობელიც ადასტურებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258 მუხლით, რაც გულისხმობს მიცვალებულის უპატივცემულობას და, ასევე, 258 მუხლის მეორე ნაწილით, საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას

Comments
Loading...