12 წლის გოგონას გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად, საკვების გადაცდენით გამოწვეული ასფიქსია სახელდება
12 წლის გოგონას გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად საკვების გადაცდენით გამოწვეული ასფიქსია სახელდება.
მოზარდის ექსპერტიზა დასრულებულია. გოგონას ცხედარი უკვე გადაასვენეს სახლში.
შესაბამისად, განზრახ მკვლელობის მუხლით დაწყებული გამოძიება, დიდი ალბათობით, გადაკვალიფიცირდება.
ინფორმაცია, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დასტურდება. ჩვენი ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგები მალე გახდება ცნობილი.
სავარაუდოდ, გოგონას საკვები გადასცდა, რამაც ასფიქსია გამოიწვია, თუმცა, ეს ვერსია სამართალდამცავი უწყებისგან ოფიციალურად დადასტურებული არ არის.