14 აპრილი დედაენის დღეა

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, გაუქმების შესახებ.

რუსთაველის პროსპექტზე ათიათასობით მოქალაქე შეიკრიბა. ისინი ხელისუფლებისგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას ითხოვდნენ.

სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. პროტესტმა ნაყოფი გამოიღო და კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.

14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისში დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.

Comments
Loading...