18 ოქტომბერს შ.ს.ს მე-12 ოთახთან თარხან გასვიანის აქცია “არა სააფთიქო ნარკომანიას” ჩატარდა
18 ოქტომბერს,ორთაჭალაში,შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-12 ოთახთან აქცია გაიმართა, სახელწიდებით “არა სააფთიაქო ნარკომანიას”
აქციის ორგანიზატორი პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანია
აქციაში მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს ეროვნულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ” და „თავისუფალმა თაობამ”
აქციის ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდეს დროულად იქონიონ ადეკვატური რეაქცია აღნიშნულ საკითზე
თარხან გასვიანი: “შეუძლებელია ელემენტარული თავის ტკივილის, თუ წნევის წამლის ყიდვა ე.წ ბრენდულ აფთიაქებში, როდესაც კერძო ფსიქოტოპული აფთიაქები თავისუფლად,ურეცეპტოდ ყიდიან ნებისმიერი დასახელების წამალს, ძირითადად მოზარდებზე, რომლებიც საბოლოო ჯამში დამოკიდებულნი ხდებიან ამ პრეპარატებზე. ნარკოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრები სავსეა მოზარდებით რომლებიც ძლიერ დამოკიდებულნი არიან ისეთ პრეპარატებზე როგორიცაა:გრიმოდინი,გაბა-გამა,ბაკლოსანი,მაგიტუსი,ანდანტე და ა.შ.
ეს ყველაფერი ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორც საზოგადოებამ ასევე შესაბამის სტრუქტურებმა,მაგრამ სამწუხაროდ რეაგირებას არავინ ახდენს, ამ ეტაპზე ჩვენ უკვე მეორეჯერ ვიკრიბებით, რომ სახელფწიფოს მშვიდობიანი გზით შევახსენოთ არსებული პრობლემის შესახებ და ვაფრთხილებთ მათ,რომ თუ დროულ რეაგირებას არ მოახდენენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მშვიდობიანი კამპანია გადაიზრდება აგრესულ კამპანიაში, ვინაიდან აქ მხოლოდ სახელწიფოს ნებაა საჭირო…”