20 გარდაცვლილი გეი კლუბში – FBI ფლორიდაში მომხდარ ფაქტს ტერაქტად აფასებს

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ თავდასხმის შედეგად, 20 ადამიანია მოკლული.

WESH2-ის ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე ითქვა ისიც, რომ FBI გეიკლუბ „პულსზე“ მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს.

კლინიკებში, სადაც ათობით დაჭრილია მოთავსებული, დაცვა გაძლიერებულია.

უცნობი პირი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ გეი-კლუბში სროლა ატეხა და მძევლები აიყვანა, პოლიციამ მოკლა.

Comments
Loading...