2015 წლის რვა საუკეთესო ადვოკატი საქართველოში

საქართველოს სამართლის დარგის მოღვაწეთა სარეიტინგო საბჭომ საქართველოში მოღვაწე 2015 წლის საუკეთესო რვა ადვოკატი გამოავლინა. ესენი არიან: ტარიელ კაკაბაძე, ლედი ტუკვაძე, გელა ნიკოლაიშვილი, როინ მიგრიაული, ბექა ბასილაია, ლალი აფციაური, ზვიად კორძაძე და პაატა შავაძე.
“ვულოცავთ ადვოკატებს ამ დიდ აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ დიდ წარმატებებს ადამიანის უფლებათა დაცვის რთულ, ეკლიან, მაგრამ მეტად საპატიო, საპასუხისმგებლო და სანუკვარ გზაზე. ბედნიერები და ჯანმრთელები, სიხარულითა და სიყვარულით აღსავსენი იყავით მეგობრებო,”- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

Comments
Loading...