2016 წელს სავალუტო აუქციონის მეშვეობით ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა

საანგარიშო პერიოდში, სავალუტო აუქციონის მეშვეობით ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 40.0 მლნ აშშ დოლარი. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკი წმინდა სავალუტო შესყიდვებმა დეკემბერში 115.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – შესაბამისს ანგარიშს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

შედეგად, აღნიშნული ოპერაციების მიხედვით წმინდა უცხოური აქტივები გაიზარდა 75.0 მლნ დოლარით.

დეკემბერში, მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 316.5 მლნ ლარით გაიზარდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 997.8 მლნ ლარს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, განთავსდა 60.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები და დაიფარა 60.0 მლნ ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატი.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 10.0 მლნ ლარით და 1,300 მლნ ლარს შეადგენს. დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა მოკლევადიანი ლიკვიდობის მართვის გაუმჯობესებისთვის დამატებით აამოქმედა ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი. რომლის ნაშთი თვის ბოლოსთვის 400.0 მლნ ლარს შეადგენს. ასევე თვის განმავლობაში გაიცემოდა ერთდღიანი სესხი, რომლის ნაშთი დეკემბრის თვის ბოლოს 55.0 მლნ ლარს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 445.3 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის 1,557.8 მლნ ლარს გაუტოლდა.

ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, საანგარიშო პერიოდში სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 314.1 მლნ ლარით გაიზარდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 223.1 მლნ ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები 222.0 მლნ ლარით გაიზარდა და 416.7 მლნ ლარი შეადგინა. 131.1 მლნ ლარით შემცირდა კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთები

ipress.ge

Comments
Loading...