29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აუქციონზე 6 326 495 ლარად შეიძინეს

თბილისის მერიის მიერ ოქროყანაში 29 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული საჯარო აუქციონი დასრულდა.

აუქციონზე, რომელშიც მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა, 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად გაიყიდა.

აღნიშნულ მიწაზე აუქციონი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 22 აპრილს გამოაცხადა. გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში, განახორციელოს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა.

აუქციონი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ქალაქის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მიწის ნაკვეთის გასხვისებას აპროტესტებენ.

Comments
Loading...