3.5 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი და 75 ოჯახზე გათვლილი სახლები – წყალტუბოში მინი-ქალაქი შენდება

წყალტუბოში მინი-ქალაქის “ვარდების უბნის” მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს თურქული კომპანია “ასალ ინშაათი” ახორციელებს.
როგორც თანაპარტნიორმა კახა ბაბუნაშვილმა “ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყო.
მისივე ცნობით, პროექტი 2-წლიანია და მისი დასრულება 2018 წელს არის დაგეგმილი.

“მშენებლობის პირველი ეტაპი 2017 წლის ბოლოს დასრულდება, საბოლოო სახით კი პროექტი 2018 წლის ივნისში დასრულდება. მინი-ქალაქი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მესხეთში, 25 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე შენდება”, – განაცხადა კახა ბაბუნაშვილმა.
პროექტის ფარგლებში – სკოლის, საბავშვო ბაღის, აუზების, სარბენი ბილიკების, სტადიონის, სამედიცინო პუნქტის, 75

ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იგეგმება.
როგორც კომპანიის დირექტორმა მუსტაფა აქთაშმა “ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, პროექტის ჯამური ღირებულება 3-3.5 მილიონი დოლარია.

“მინი-ქალაქში ორი ტიპის სახლები – დუპლექსები და 4 ოჯახზე გათვლილი, ჩვეულებრივი სახლები იქნება. გარდა ამისა, დაცულ და შემოღობილ ტერიტორიაზე აუზი; კაფე-ბარი; 3-სართულიანი, 1 250 კვადრატულ მეტრზე გათვლილი სავაჭრო ცენტრი; საკუთარი ავტოპარკინგიც იქნება. რაც შეეხება ფასებს, ჩვეულებრივი სახლების ღირებულება, რომელიც 160 კვადრატული მეტრი ფართობის იქნება, დაახლოებით, 54 ათასი დოლარია; დუპლექსები კი 102 ათასი დოლარი ეღირება,” – აღნიშნავს აქთაში.

წყალტუბოს მინი-ქალაქი კომპანია “ასალ ინშაათის” პირველი პროექტია საქართველოში. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, კომპანიას პროექტები განხორციელებული აქვს რუსეთში, თურქეთში, ერაყში, ავღანეთსა და ბულგარეთში.

ფოტო+ვიდეო

 

ambebi.ge

Comments
Loading...