31 დეკემბერს, ისრაელში ახალ წელთან დაკავშირებით, ქართველი მომღერლების მონაწილეობით,  საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება

31 დეკმბერს, საღამოს 21:00 საათზე, ისრაელში, ქალაქ ბათიამში, რესტორან- ,,სუ საიდში” ახალ წელთან დაკავშირებით, ქართველი მომღერლების მონაწილეობით,  საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ,,ქუჩის ბიჭები”, ვასო მელექსიშვილი, შაბი კორენი, დათო ლიკლიკაძე, გვანცა შალვაშვილი და მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია).

როგორც ივენთმენეჯერები- დალი გვათუა და იზა უზნაძე აცხადებენ, საღამოზე მოსულ სტუმარს ბევრი სიურპრიზი და სასიამოვნო გარემო ელოდება.

,,მოგეხსენებათ, ისრაელში ასეულობით ქართველია ემიგრაციაში.ერთგვარად, ტრადიციად ვაქციეთ ახალ წელს სადღესასწაულო განწყობის ამაღლება და ახალი წლის გრანდიოზულად აღნიშვნა.ამიტომ გადავწყვიტეთ, განსაკუთრებულად შევხვედროდით 2023 წელს.შეხვედრის ადგილი რესტორანი – ,,სუ საიდია”, საიდანაც ჩვენ, ემიგრანტები ჩვენს მიწა-წყალს მოვეფერებით და ამ ძნელბედობის ჟამს, ყველა დავივიწყებთ ყოფით პრობლემებს და მხიარულად შევხვდებით ახალ 2023 წელს,”- აცხადებს დალი გვათუა.

Comments
Loading...