31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, სასწრაფო დახმარების 8778 გამოძახება დაფიქსირდა

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, 8778 გამოძახება დაფიქსირდა. გამოძახებების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა მიაწოდა.

მათივე განმარტებით,  8778 გამოძახება  თბილისისა და ბათუმის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება.

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პირველადი სამედიცინო დახმარება
8970 პირს გაუწია. სტაციონარში მოთავსდა – 2101 პაციენტი.

EPN.GE

Comments
Loading...