34 დაშავებული ადამიანი, 7 დამწვარი მანქანა და 150 000 ლარიანი ზარალი ქალაქს

34 დაშავებული ადამიანი, 7 დამწვარი მანქანა და 150 000 ლარიანი ზარალი ქალაქს, ეს ბათუმში შაბათს გამართული აქციის შედეგებია. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, ქალაქის ბიუჯეტს ყველაზე ძვირი “ჭკვიანი შუქნიშნების; აღდგენა დაუჯდება. მათი ღირებულება 120 000 ლარია. ამ დროისთვის ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები თითქმის დასრულდა, დაიგო ქვაფენილი, აღდგა საგზაო ნიშნები და დეკორატიული ჯებირები, რომლებიც დემონსტარანტებმა აქციის ღამეს მოგლიჯეს, მათი დიდი ნაწილი დაკარგულია.  მერის განცხადებითვე, ქალქისთვის მიყენებული ზუსტი ზარალის ოდენობის დასადგენად კომისია მუშაობას განაგრძობს

MARSHALPRESS.GE

Comments
Loading...