5 რჩევა, როგორ უნდა ვიკვებოთ ზაფხულში სწორად
თავადაც მიხვდებოდით, რომ დღის მანძილზე ცხელი და ცხიმიანი საკვების მოთხოვნილებამ იკლო. ალბათ, თქვენც უფრო მსუბუქი კერძები გინდებათ, ან ხილის მოთხოვნილება გაგიჩნდათ. ეს სრულიად ბუნებრივია. გვშივდება ის, რასაც ორგანიზმი ითხოვს.
1. ყოველდღიურ რაციონს დაამატეთ სეზონური ბოსტნეული: სტაფილო, კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცელი და სხვა. შეეცადეთ, ამ ყველაფრით ისეთი მძიმე საკვები ჩაანაცვლოთ, როგორიცაა ხორცი და ცხიმიანი სოუსები.

2. სალათებისთვის გამოიყენეთ ე.წ. დრესინგები (სოუსები): ლიმონის წვენი, ბროწეულის ბალზამიკო, ზეითუნის ზეთი და სხვა. რაც თქვენს საკვებს სიჯანსაღესთან ერთად, საოცარ გემოს შემატებას.

3. ხშირად დალიეთ ფორთოხლის წვენი (ეს უკანასკნელი შეგიძლიათ, საკვების ერთ-ერთ ინგრედიენტადაც გამოიყენოთ). წაიკითხეთ სხვადასხვა სეზონური ხილის ჯადოსნურ თვისებებსა და მათ განსხვავებულ გამოყენებაზე.

4. ზაფხულში (და არა მხოლოდ) მოერიდეთ ჭარბი რაოდენობით მარილის მიღებას. მარილი თქვენს ორგანიზმში წყლის შეკავებას უწყობს ხელს, რაც უარყოფითად აისახება როგორც წონაზე, ისე მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა და სხვა.

5. მიირთვით სეზონური ხილი, თუმცა შეეცადეთ, რომ ის დღის პირველ ნახევარში მიიღოთ. წაიკითხეთ სხვადასხვა სეზონური ხილის ჯადოსნურ თვისებებსა და მათ განსხვავებულ გამოყენებაზე.

წყარო: Regarder.ge