5 პროდუქტი, რომელიც ღამით მშვიდად დაძინებაში დაგეხმარებათ
თუ ღამით დაძინება გიჭირთ და სპეციალურ აბებს იღებთ, ფრთხილად იყავით. უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის წამლები კიბოს გავრცელების რისკს ამაღლებს. მეცნიერების მტკიცებით, უმჯობესია ბუნებრივ საშუალებებს მივმართოთ და ქიმიური წამლები საერთოდ დავივიწყოთ.
ამ სტატიაში გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომელთა მიღებაც დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე არის მიზანშეწონილი. ამასთანავე, მიიღეთ ცხელი შხაპი. თბილი წყალი ორგანიზმს მოადუნებს, დაღლილობას მოუხსნის და ძილიც მეტად სასიამოვნო გახდება.
პროდუქტების სია ასე გამოიყურება:
- თაფლი
1 ს/კ თაფლი გახსენით 1 ფინჯან რძეში და მიიღეთ 2-3 საათით ადრე დაძინებამდე. თაფლი ბუნებრივი გლუკოზაა. ორგანიზმი მოდუნდება, დაღლილობა გაქრება და ძილიც მოგერევათ. - ბანანი
ყოველ ღამით 1 ცალი ბანანის მიღება ძილის უებარი საშუალებაა. იგი ტრიპტოფანს და მაგნიუმს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებებია. - ლობიო
მდიდარია B ვიტამინით, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა დეპრესიის, დაღლილობის სამკურნალოდ. მიიღეთ ლობიო დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე. - იოგურტი
პატარა ულუფა იოგურტი ძილის ნამდვილი წამალია. იგი ორგანიზმს მელატონინის გამოყოფაში ეხმარება. მელატონინი კი ძილისთვის აუცილებელია. - ალუბალი
ისევე როგორც იოგურტი, ალუბალიც მელატონინს შეიცავს და უძილობის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა. მიიღეთ ალუბლის წვენი ძილის წინ და შედეგი ნამდვილად გასაოცარი იქნება.
genius.ge