თბილისში, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე, დღეს, 14.00 საათიდან საავტომობილო გზა გადაიკეტება.

ამის შესახებ „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქციაა, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

მოძრაობა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებზე იქნება შესაძლებელი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღეს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციას – „ნუ დარჩები სახლში, მოითხოვე, ის, რაც შენია“ გამართავს.

აქციის დაწყებამდე, „ნაციონალური მოძრაობა“ საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად, 14:00 საათზე, ვარდების მოედანზე შეიკრიბება და პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით გაემართება.

Comments
Loading...