7 ქვეყნის მოქალაქეები, „გრინ-ქარდის“ ფლობის მიუხედავად, აშშ-ში ვეღარ შევლენ

სააგენტო „როიტერის” ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულებით, „გრინ-ქარდის” მფლობელებიც ვეღარ გადალახავენ აშშ-ის საზღვარს იმ 7 ქვეყნიდან, რომლებშიც უმეტესად მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს. ქვეყნები, რომლებსაც შეზღუდვა შეეხება არიან: ლიბია, სუდანი, იემენი, სომალი, სირია, ერაყი და ირანი.

მინისტრის წარმომადგენლის ჯილიან კრისტენსენის ინფორმაციით, „განკარგულება უკრძალავს ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ქვეყნებიდან „გრინ-ქარდის” მფლობელებს შესვლას”.

წყარო: gnn.ge

Comments
Loading...