71 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები ერთ ლარად გადაეცემა

71 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„დღეს გამოგვაქვს საკითხი ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მთავრობის მიერ 2005-2009 წლებში შესყიდული სახლების დაკანონების თაობაზე, ეს არის მეორე ეტაპი, დღეს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა 71 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები და მასთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში. ეს არის კახეთის რეგიონში 44 სახლი და მიწის ნაკვეთი და ქვემო ქართლის რეგიონში 27 სახლი და მიწის ნაკვეთი.

მიმდინარე წელს უკვე 302 ეკომიგრანტს ოჯახს გადაეცა საკუთრებაში სახლი მიწის ნაკვეთით, რაც მისასალმებელია, ვინაიდან ეკომიგრანტების პრობლემა საკმაოდ მძიმეა ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

Comments
Loading...