86 ხმით 28-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობამ გიორგი კვირიკაშვილს ნდობა გამოუცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განკარგულებას პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ ხელი მოაწერა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ და შესაბამის განკარგულებასაც ავრცელებენ.
გვიან ღამით, 86 ხმით 28-ის წინააღმდეგ, საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა.
საქართველოს ახალი მთავრობა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს პირველ სხდომას გამართავს.