აბესაძე: კობახიძე ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას იმეორებს, რომ მარგველაშვილმა განსხვავებული ხასიათი გამოავლინა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტთან პიროვნული დაპირისპირების ფონზე, სახელმწიფოებრივი მიზნების დაკნინების და უკანა ფონზე გადაწევის მცდელობა ხდება.

აბესაძე მარგველაშვილ-კობახიძის დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო საკითხების გადაწყვეტაში პრეზიდენტის ჩართლობას უნდა მიესალმებოდეს, თუმცა ხელისუფლება ცდილობს, პრეზიდენტს უფლებები შეუკვეცოს.

მისი თქმით, როგორც ჩანს, კობახიძე ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას იმეორებს, რომ მარგველაშვილმა განსხვავებული ხასიათი გამოავლინა და განსხვავებული ხასიათის გამო, ამომრჩეველს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის უფლება უნდა წაართვან.

„ნორმალურ შემთხევაში, პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო საკითხების გადაწყვეტაში პრეზიდენტის ასეთ ფართო ჩართულობას უნდა მიესალმებოდეს, თუმცა მათ ამოძრავებთ არა სახელმწიფოს ინტერესები, არამედ ის პოლიტიკა და ნება, რომელიც ივანიშვილიდან გამომდინარეობს“, – აღნიშნა აბესაძემ.

Comments
Loading...