ადა მარშანია: “ნაცმოძრაობის” დეპუტატები დიდი ხნის წინ უნდა გასამართლებულიყვნენ
ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრი ადა მარშანია გადაცემა “პრიორიტეტში” “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობს და “ქართულ ოცნებას” მის აღზევებაში და შენახვაში ადანაშაულებს. მარშანიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემულნი, მაგრამ ისე როგორც ჩვეულებრივი პატიმარი და არა ინტერნეტით და მობილურიტ უზუნველყოფილი.
“ვითარება ქვეყანაში აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილია “ქართული ოცნების” მიერ, ამისათვის დაისჯება “ქართული ოცნება” უახლოეს დროს, პოლიტიკურად. არ არის გამორიცხული რომ მომავალში პოლიტიკურად დაისჯება და ასევე სამართლებრივადაც, იმის გამო რომ აი ამ კრიმინალურ დაჯგუფებას აღზევებდა, ინახავდა და უთმობდა ყველა ტელეეკრანს და მეორეჯერ მოგვევლინა ჩვენ ეს ე.წ პოლიტიკური ძალა პარლამენტში, როგორც ოპოზიცია და დეპუტატები გვყავს, რომლებიც დიდი ხანია გასამართლებული უნდა ყოფილიყო და ციხეში უნდა ყოფილიყვნენ. ინტერნეტით და ტელეფონით ჩახუტებული კი არა არამედ, როგორც ყველა რიგითი პატიმარი და ჩვეულებრივი პატიმარი იმყოფება ციხეში.
“ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს გამქრალი საქართველოს ცხოვრების პილიტიკური ველიდან. რა უფრო მალე მოხდება ეს უკეთესი იქნება. გაჯანსაღდება ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება. უნდა გაქრეს უნდა დაიწყოს აბსოლუტური სამართლიანი და სამართლებრივი დევნა ძალიან ბევრი მათი წევრისა. გნებავთ ბოკერიას ვგულისხმობ, გნებავთ სხვა ვინმეს ვგულისხმობ. უგულავას გამოსვლა ციხიდან სამართლიანი იყო? არ ვთქვათ ახლა ყალბი ფრაზა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არის ეს და რა სამართლიანი და თავისუფალი სასამართლო გვყავს. ეს არის სიყალბე”,- განაცხადა ადა მარშანიამ.