ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა შიმშილობა შეწყვიტეს
პატრიოტთა ალიანსის 4 წევრი შიმშილობის გამო შეუძლოდ გახდა, რის გამოც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ჰოსპიტალიზებულია ადა მარშანია და ემზარ კვიციანი.
ირმა ინაშვილის თქმით, აქციის ყველა მონაწილე, რომლის ჯანმრთელობასაც საფრთხე დაემუქრება, კლინიკაში გადავა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას პარტიის წევრები არ აპირებენ.
ადა მარშანიას განცხადებით, ის 4 ადამიანი, რომელიც შეუძლოდ გახდა, შიმშილობას წყვეტს.