ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა სავარაუდოდ, დღეს მოხდება

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზ გიორგი რამიშვილის დაკითხვა, სავარაუდოდ, დღეს მოხდება, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურასთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მამა გიორგი მამალაძე ჩვენების მისაცემად მზადაა, გამომძიებლები გამოეხმაურნენ და ადვოკატებს უკვე დაუკავშირდნენ.

„ალბათ დღეს, გამომძიებლები კვლავ დაგვიკავშირდებიან და შესაძლოა, დღესვე მოხდეს მამა გიორგის დაკითხვა. ჩვენ დილიდან ვაპირებთ ისედაც მამა გიორგისთან შესვლას“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე რამდენიმე დღეა პატრიარქთან ან წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა სინოდის წევრი მღვდელმთავრები შეხვედრას ამ დრომდე მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ.

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

Comments
Loading...