ადვოკატის ცემის ბრალდებით დაკავებული პოლიციის მაღალჩინოსანი გირაოთი გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გიორგი მდინარაძეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებული ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილების უფროსი, ლაშა კვირკვაია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლაშა კვირკვაია 10 000 ლარის გადახდის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. გამოძიებამ ლაშა კვირკვაია “სისხლის სამართლის კოდექსის” 333-ე მუხლით დააკავა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით გულისხმობს.
ადვოკატ გიორგი მდინარაძეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებული პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საქალაქო სასამართლოში მოსამართლის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ლაშა კვირკვაია 10 000 ლარის გადახდის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.
სახაზინო ადვოკატმა ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილების პოლიციელები ფიზიკურ ანგარისწორებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ როდესაც მან მისი დაცვის ქვეშ მყოფს დუმილის უფლების გამოყენება ურჩა, მეხუთე განყოფილების პოლიციელებმა მას სცემეს. მისი მტკიცებით, ინციდენტი პოლიციის განყოფილების უფროსის სამუშაო კაბინეტში მოხდა და სამართალდამცავები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ.
ადვოკატ გიორგი მდინარაძეზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია დააკავეს. მას ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით. ლაშა კვირკვაიას ბრალად წარედგინა 323 მუხლის მესამე ნაწილიც.

Comments
Loading...