აღმაშნებლის გამზირზე აფეთქება მოხდა

აღმაშენებლის გამზირზე, სადაც ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ძლიერი აფეთქება მოხდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ცეცხლი ტრანსფორმატორს იმ დროს გაუჩნდა, როდესაც მუშები ძაბვის განაწილებას ახდენდნენ.

აფეთქების შედეგად, მუშებმა სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები მიიღეს. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

Comments
Loading...