აკა სინჯიკაშვილი და რამდენიმე ენთუზიასტი ალეპოში წასვლას ითხოვენ
აკა სინჯიკაშვილი, რომელიც უკვე დიდი ხანია საქველმოქმედო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული, ინიციატივით გამოდის. გთავაზობთ მიმართვას:
,,დაუფიქრებლად, გაუაზრებლად, მოუმზადებლად, უსაფუძვლოდ და სულელურად არ ვამბობ!
სახელმწიფო თუკი გადაწყვეტს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა ჩაერთოს ამ საშინელებაში და ნებას დაგვრთავს, 20 მედიცინაში გამოცდილი ადამიანი არსებობს, ვინც ჩემთან ერთად ალეპოში წავა და დახმარებას გაუწევს ამ გამწარებულ ხალხს. ამ 21-იდან 12 ნაომარიც ვართ და გამოცდილებიც. თუ ვინმეს შეგიძლიათ, მოგვეცით უფლება. თავის მოსაწონებლად და უთავოდ არ ვამბობთ, დარწმუნებულები ვართ ყველა! ფიზიკურადაც და მორალურადაც მზად ვართ! დიდხანს ვილაპარაკეთ და არცერთი არ გადავთქვამთ! ყველას მაგივრად გვრცხვენია, ვინც ამ სიდამპლეში მონაწილეობა მიიღო. გვითხარით და მეორე დღესვე მზად ვიქნებით! თხოვნაა ეს! ჩვენი, 21 ადამიანის თხოვნა!”
ნატალია ჯალაღონია
წყარო : ttimes.ge