აკაკი დევაძის მკურნალობისთვის საჭირო თანხის ნაწილი კახა კალაძემ გაიღო

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში 2030.news-ს დაუდასტურეს, რომ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აკაკი დევაძის დახმარების ფონდში გარკვეული თანხა გადარიცხა. სამინისტროში თანხას არ აკონკრეტებენ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, თანხა გამოყვეს ძმებმა არველაძეებმაც.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის, აკაკი დევაძის მკურნალობისთვის საჭირო თანხის დიდი ნაწილი უკვე შეგროვდა და იგი რამდენიმე დღეში სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება. დევაძეს ოპერაციისთვის 105 ათასი დოლარია საჭირო.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარისთვის თანხის შეგროვებაში აქტიურად იყვნენ ჩართული სპორტისსა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის პრეიდენტი, ჯანდაცვის სამინისტრო და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.

აკაკი დევაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2015 წელს გაუარესდა.

Comments
Loading...