ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით, საბურთალოს რაიონის ნაწილს ხვალ, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა 10:00-დან 17:00 საათამდე შეეხება ტაშკენტის, ზემო ვეძისის, ლვოვის, კანდელაკის, ვაზისუბნის, ზოვრეთის, ონიაშვილის და ოდესის ქუჩებს შეეხება.

აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

Comments
Loading...