ახალი წლის დღეებში, საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
როგორც „ინფო 9“-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს, 31 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15, ზოგან ძლიერი 20-23 მეტრი წამში.
დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა ღამით 2-5 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 10-15 გრადუსი დაფიქსირდება.
ხვალ აღმოსავლეთ საქართველოშიც ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი. ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა ღამით -5 და 0 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით ჰაერი 5-10 გრადუსის ფარგლებში გათბება.
რაც შეეხება დედაქალაქ თბილისს, ხვალ დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავარაუდევი. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
ტემპერატურა თბილისში ამაღამ -6 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ხვალ 6 გრადუსი სითბო იქნება.
რაც შეეხება პირველ იანვარს, დასავლეთ საქართველოში ღამით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით უმეტეს რაიონში წვიმაა ნავარაუდევი, მთაში კი თოვლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა კი, 5-10 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში პირველ იანვარს, ღამით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ზოგან ნავარაუდევია მცირე წვიმა, მთაში კი – თოვლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი.
სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში ღამით -5 და 0 გრადუსს, დღისით კი, 6-11 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.
თბილისში, პირველ იანვარს ღამით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. დღის ტემპერატურა 9 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით -2 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება.
რაც შეეხება 2 იანვარს, დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა ღამით 1-6 გრადუსი იქნება, დღისით კი, 7-12 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ზოგან მოსალოდნელია ნალექი, თოვლის სახით. დღე კი, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2 და 3 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით 5-10 გრადუსი იქნება.
დედაქალაქში 2 იანვრის ღამეს შესაძლებელია მცირე წვიმა, დღისით კი, უმატესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ღამის ტემპერატურა -2 გრადუსია, ხოლო დღისით 8 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.