ახალი წლის ღამეს თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს

სადღესასწაულო დღეებში თბილისის მუცნიციპაური ტრანსპორტი სპეციალური გრაფიკით იმოძრავებს. განცხადება დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი განმარტებით, ახალ წელსა და შობას მეტროპოლიტენით მგზავრობა უფასო იქნება.

„31 დეკემბრის 23:00 საათიდან, 1-ლი იანვრის 04:00 საათამდე მეტროპოლიტენით მგზავრობა იქნება უფასო. ისევე როგორც 31 დეკემბრის 23:00 საათიდან, 1-ლი იანვრის 03:00 საათამდე, რიყე-ნარიყალას საბაგირო იმუშავებს მგზავრებისთვის უფასოდ. ასევე შობის დღესასწაულზე ანალოგიურად 6 იანვრის 23:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე მეტროპოლიტენით მგზავრობა იქნება უფასო,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Comments
Loading...