ახალი ვიდეო “ისლამური სახელმწიფოსგან”
bbc ვიდეოს აქვეყნებს სადაც ჩანს თუ როგორ კლავენ ბავშვები სირიელ ტყვეებს. ვიდეოში ასახულია როგორ დარბიან ბავშვები ციხის ნანგრევებში და ტყვეების პოვნის შემდეგ როგორ კლავენ ხუთ ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღით, ხოლო ერთ-ერთს თავს აჭრიან.როგორც “ისლამური სახელმწიფო” იუწყება, ეს არიან ბავშვები, რომლებმაც შეჯიბრში გაიმარჯვეს, რომელიც მოიცავდა რელიგიურ განათლებას და ფიზიკურ მომზადებას. სირიელების მკვლელობა კი მათთვის “დაჯილდოება” იყო,ბავშვები ის მოსწავლეები არიან რომლებიც მომავალი მკვლელობებისთვის “პრაქტიკას” გადიან.