‘ახალციხის ციხის’ დირექტორის შესაძლო ცემის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო

ახალციხის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება სტატიის გამოქვეყნებისთანავე, გუშინ, 22 დეკემბერს დაიწყო.

„საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით იძიებენ, რაც ცემას გულისხმობს“, – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

გამოძიების დაწყების საფუძველი რომ „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებული სტატია – „ახალციხის ციხის“ თანამშრომლები: მერის ყოფილმა მძღოლმა ‘ციხის’ დირექტორს დაარტყა და ნივთები დაუმსხვრია – გახდა, ეს პროკურატურაში დაგვიდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ „ახალციხის ციხის“ თანამშრომლების თქმით, „ახალციხის ციხის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ილია სიდამონიძიეს მისი მოადგილის, ნათია ხუციშვილის მეღულემ გიგი რუხაძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

Comments
Loading...