ახვლედიანი – მეშინია გაბრაზებულზე წულუკიანმა მოსამართლეები ვინმეს არ დაგვიქვემდებაროს

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს და თეა წულუკიანი უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარეს მითითებებს არ უნდა აძლევდეს.
„როცა იუსტიციის მინისტრი მსგავს მითითებებს აძლევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს თავის უწყებაში, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ აქვს ამის უფლება არავის და არანაირი მითითება, როგორ გააკეთოს და რა გააკეთოს სიტემაში ესე არ უნდა ხდებოდეს. სწორედ აქ შემიძლია ვთქვა ნამდვილად, რომ ყველამ თავისი ადგილი იცოდეს ნამდვილად. რამდენი ქალბატონი თეა გაბრაზდა, იმდენი ახალი კანონპროექტი მიიღო და ბევრი პრობლემატიკაც, სათავეც აქ არის ალბათ და ამ გაბრაზებულზე ნამდვილად მეშინია იმისი, რომ რამე ისეთი კანონი არ მიიღოს, რომ ვინმეს პირდაპირ არ დაგვიქვემდებაროს მოსამართლეები და სადმე სხვა უწყებას არ დაუქვემდებაროს ეს სისტემა“, -განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
საალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციიცს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ გამოცხადდა. მისი შეფასებით, ამის აუცილებლობა არ არსებობს და საბჭოს უფრო მნიშვნელოვანი საქმეე აქვს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ საგანგებო განცხადებაგააკეთა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადადგომა მოითხოვა.

Comments
Loading...