“ახვლედიანმა გვარამიასგან 6 მლნ მიიღო”
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის სახელისაქართველოში ძვირადღირებული ქონების შეძენის გარდა, ოფშორულ ბიზნესშიცფიგურირებს.
საუბარია Daviton Investments-ზე, რომელიც საქართველოში ჰიდროელექტროსადგურისაშენებას გეგმავდა. კომპანიის რეალური ბენეფიციარი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მისუკან უკრაინული ბიზნესჯგუფი დგას.
ამის შესახებ „პრაიმტაიმის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.
კომპანიამ საქართველოში საქმიანობის მიზნით დააფუძნა შპს “ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენი”, რომლის წილები, საჯარო რეესტრის მონაცემებით, შემდეგნაირად ნაწილდება: 50 პროცენტი – Daviton Investments, 25 პროცენტი – შპს “ფორსი”, რომლის 100-პროცენტიან წილს ფლობს„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ყოფილი დეპუტატი ვახტანგ ბალავაძე, და 25 პროცენტი – შპს “ახვლედიანის საკონსულტაციო ბიურო”, რომლის 100-პროცენტიანი წილისმფლობელი გახლავთ მამუკა ახვლედიანი.
საჯარო რეესტრის ამონაწერში “ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენის” ოფიციალურ ელფოსტადმითითითებულია mamukaakhvlediani@yahoo.de. იგივე ელფოსტაა გამოყენებულიშპს “ახვლედიანის საკონსულტაციო ბიუროს” რეგისტრაციისას. საგულისხმოა ისიც, რომ “ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენის” იურიდიული მისამართია თბილისი, იყალთოს ქუჩა #26. აღნიშნულ მისამართზე განთავსებული უძრავი ქონება მამუკა ახვლედიანის მეუღლის, ქეთევანაბესაძის საკუთრებაშია.
მამუკა ახვლედიანმა ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან ყოველგვარი კავშირი უარყო.
“წარმოდგენაც კი არა მაქვს, ოფშორულ ზონაში რა და როგორ ხდება. პირველად მესმის ამკომპანიის სახელი“, –აცხადებს ახვლედიანი, თუმცა სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს 2016 წლის 30 აგვისტოს Daviton Investments-ის მიერ გაცემული მინდობილობა, სადაცვკითხულობთ: “ბატონ მამუკა ახვლედიანს მიენიჭოს უფლებამოსილება, კომპანიის სახელითიმოქმედოს და ხელი მოაწეროს ნებისმიერ საბუთს, რომელიც საჭირო იქნება სუბსიდიარიკომპანიის “ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენის” ჩართვისთვის”.
დოკუმენტში, ასევე, ჩანს, რომ Daviton Investments არის კვიპროსის რესპუბლიკისკანონმდებლობის ფარგლებში დარეგისტრირებული კომპანია.
“პრაიმტაიმთან” საუბრისას ოფშორულ კომპანიასთან თანამშრომლობასადასტურებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვახტანგ ბალავაძეც, თუმცა ამბობს, რომდაგეგმილი პროექტი არ შედგა.
“ჩვენ გვაქვს საინჟინრო–საპროექტო კომპანია. არიან უკრაინელი ინვესტორები, რომლებიცფიქრობდნენ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის აშენებას. დაგვიკავშირდნენ, ერთიმხრივ, ჩვენ, როგორც სამოქალაქო მშენებლობის დაპროექტებაში გამოცდილ კომპანიას დამეორე მხრივ, მამუკა ახვლედიანს იურიდიული მომსახურების გაწევის მიზნით. შემდეგერთობლივად დავაფუძნეთ “ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენი”. საბოლოო ჯამში, შეიძლებაითქვას, რომ ეს თანამშრომლობა არ შედგა, რადგან წინასწარი კვლევები, რაც გავაკეთეთ, არაღმოჩნდა საინტერესო, როგორც ფინანსურად, ისე ტექნიკური პარამეტრები მხრივ”, – განმარტავს ვახტანგ ბალავაძე.