ალასანია – ხელისუფლებას ხალხთან კომუნიკაცია არა აქვს, რომ მისი პრობლემების შესახებ იცოდეს
,ხელისუფლებას ხალხთან კომუნიკაცია არა აქვს, რომ მისი პრობლემების შესახებ იცოდეს”, – ამის შესახებ ,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 20/30-ის ეთერში განაცხადა.
პოლიტიკოსის თქმით, პარტიის მიზანია იცოდეს ხალხის პრობლემები და აღადგინო კავშირი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.
,,ჩვენ ხალხთან ვართ – ქუჩებში, ეზოებში, უბნებში. დავდივართ და ვუსმენთ მოქალაქეებს არა მარტო თბილისში, არამედ რაიონებშიც. ხელისუფლებას ხალხთან კომუნიკაცია არა აქვს, რომ მისი პრობლემების შესახებ იცოდეს. საზოგადოება უყურადღებობას უჩივის. ადამიანებს სურთ, რომ მათ მიერვე არჩეული დეპუტატები დაელაპარაკონ. ჩვენი ამოცანაა – ხალხის პრობლემები ვიცოდეთ და მათ მოგვარებაში ოპოზიციიდან დავეხმაროთ. გვსურს აღვადგინოთ კავშირი, რომელიც ხელისუფლებასა და ხალხს შორის ჩატეხილია”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ირაკლი ალასანიას პარტია გამარჯვებისთვის ემზადება, რადგან ალასანიას აზრით, ისინი ხალხის გვერდით დგანან და ხალხის ესმით.
“ჩვენ გამარჯვებისთვის ვემზადებით. ამის რეალური მიზეზები გვაქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ხალხთან ვდგავართ და მათი გვესმის. დარწმუნებული ვარ, შემდეგი არჩევნები იქნება არა ზიზღის, არა ვიღაცის წინააღმდეგ ყველას გაერთიანების, არამედ ეს იქნება არჩევნები, როცა საზოგადოება კონკრეტულ შეთავაზებას დააკვირდება და არა ყალბ დაპირებებს. ჩვენ მოვახერხებთ საზოგადოებას ავუხსნათ, რომ საქმის გამკეთებლები ვართ და შეგვიძლია პროფესიონალ გუნდთან ერთად შევცვალოთ ხელისუფლება, რომელსაც მენეჯმენტის პრობლემა აქვს და ეფექტურად მართვა არ შეუძლია”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ 20/30-ის ეთერში.