ალეკო ელისაშვილი კვლავ პროკურატურაში დაიბარეს

,,ისევ პროკურატურაში დამიბარეს. ხვალ 11 საათზე უნდა მივიდე”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ,,ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

ელისაშვილის თქმით, დაბარების მიზეზი პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით მისი დღევანდელი განცხადებებია.

,,ისევ პროკურატურაში დამიბარეს. ხვალ 11 საათზე უნდა მივიდე. ამჯერად პატიმრების შეწყალების კორუფციულ სქემებთან ზოგიერთი გავლენიანი პოლიტიკოსის კავშირის შესახებ. ძალიან კარგი რომ ასე რეაგირებს პროკურატურა”, – წერს ალეკო ელისაშვილი.

Comments
Loading...