ალეკო ელისაშვილი – ზოგი ეპისკოპოსი დღე და ღამე ჭამა-სმაზე და ქალებზე ლაპარაკობს
„ვფიქრობ, რომ საპატრიარქოშიც უნდა შედიოდეს აუდიტი და ყველა ხარჯი უნდა ქვეყნდებოდეს.“- ეს განცხადება საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.
მისი თქმით, ბიუჯეტიდან დახარჯულ ნებისმიერ თანხაზე, საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს.
ასევე, ალეკო ელისაშვილმა სასულიერო პირებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი მათგანის ეკლესიაში მოხვედრა, მისთვის გაუგებარია.
„ვფიქრობ, რომ საპატრიარქოშიც უნდა შედიოდეს აუდიტი და ყველა ხარჯი უნდა ქვეყნდებოდეს. როგორც საკრებულოს ბიუჯეტი ითვლება და ხდება საჯარო, ასე უნდა იყოს საპატრიარქოშიც, რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ რაში იხარჯება ჩვენი ბიუჯეტის ფული. ბიუჯეტიდან გასული თანხების ხარჯვა, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ის, უნდა იყოს გამჭვირვალე.
ვიცნობ ეპისკოპოსებს, რომელთა ქადაგების მოსმენაც ცრემლების გარეშე არ შემიძლია და მგონია, რომ ცაში ვარ ასული. ვიცნობ სასულიერო პირებს, რომლებიც მართლა სასულიერო პირები არიან და მათთან ურთიერთობა მიხარია, მაგრამ ასევე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც არ ვიცი, რანაირად აღმოჩნდა, რომ ანაფორა აცვიათ, ყოვლად გაუგებარია. ერთი-ორი ეპისკოპოსი ისეთია, რომ ის როგორ გახდა ეპისკოპოსი ვერაფრით ვერ ვხვდები, რადგან კაცი ჭამა-სმაზე და ქალებზე ლაპარაკობს დღე და ღამე და მარტო იმაზე ფიქროს ახალი ჯიპი როგორ იყიდოს.“ -განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ვფიქრობ, რომ საპატრიარქოშიც უნდა შედიოდეს აუდიტი და ყველა ხარჯი უნდა ქვეყნდებოდეს. როგორც საკრებულოს ბიუჯეტი ითვლება და ხდება საჯარო, ასე უნდა იყოს საპატრიარქოშიც, რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ რაში იხარჯება ჩვენი ბიუჯეტის ფული. ბიუჯეტიდან გასული თანხების ხარჯვა, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ის, უნდა იყოს გამჭვირვალე.
წყარო
sazogadoeba.ge