ალექსანდრე ჯეჯელავა: ევროპაში კი არა, ოჯახში არ ვიქნებით შესაშვები, თუ სკოლებში სისუფთავე არ გვექნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლის დამლაგებელმა დღეში რამდენჯერმე უნდა დაასუფთაოს საპირფარეშო.

” ევროპაში კი არა, ოჯახში არ ვიქნებით შესაშვები, ჩვენ თუ წესრიგი და სისუფთავე არ გვექნა ისეთი, როგორიც საჭიროა. რაც შეუძლებელია, გარწმუნებთ არავის ვთხოვთ. შემთხვევების 90%-ში აღმოჩნდება, რომ უფრო კარგად შეიძლება, ვიდრე მანამდე იყო”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისი თქმით, ისევე როგორც სხვა დაწსებულებებში, სკოლის დამლაგებლებსაც 150 ლარის ფარგლებში აქვთ ხელფასი.

“ნამდვილად ძალიან დაბალი ხელფასია, უფრო მაღალი რომ იყოს ჩვენ ძალიან გვინდა და ამ მიმართულებით აუცილებლად წავალთ. მეორე მხრივ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ყველა სამსახურში ამართლებენ თავიანთ “არამაქსიმალურ თავდადებას არა შესაფერისი ანაზღაურებით”. თუ ჩემი თანამშრომელი (სულ ერთია, 1500-ლარიანი იქნება, 600 ლარიანი, თუ 150 ლარიანი) ამბობს, რომ არ უღირს ამ ხელფასზე მუშაობა, მე ვეუბები, მაშინ გაატარე, ვისაც უღირს. სოფლებში ხშირად ის 150-ლარიანი ხელფასი ძალიან სერიოზული შემოსავალი შეიძლება იყოს ოჯახისთვის, რომელიც თვითკმარია სხვადასხვა მიმართულებით. ხელფასი გაიზრდება, ოღონდ ვინც თვლის, რომ 150 ლარად არ უნდა გააკეთოს თავისი საქმე, იმათთან ვერ ვიმეგობრებთ, ნამდვილად”, – განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე ჯეჯელავამ.

interfactnews.ge

Comments
Loading...