ალექსეი პუშკოვი – უამრავი ფაქტი არსებობს, რაც ადასტურებს აშშ-ის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერას
რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორის ალექსეი პუშკოვის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრალდების უარყოფა აბსურდულია.
„უამრავი ფაქტი არსებობს, რაც ადასტურებს აშშ-ის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერას. აბსურდულია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან იმის უარყოფა, რაც აშკარაა“, – დაწერა ალექსეი პუშკოვმა სოციალური ქსელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა აღმოაჩინა იმის მტკიცებულება, რომ საერთაშორისო კოალიციის ძალები, მხარდაჭერას უწევენ ტერორისტებს სირიაში, მათ შორის, ე.წ.ისლამურ სახელმწიფოს.
თავის მხრივ, აშშ-მა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბრალდებას იმის შესახებ, რომ კოალიციის ძალები მხარს უჭერენ ტერორისტულ ჯგუფებს სირიაში, მათ შორის ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“, „სასაცილო“ უწოდა.
წყარო : ipn.ge