ალექსი ახვლედიანმა პროკურატურა დატოვა
ალექსი ახვლედიანმა პროკურატურა დატოვა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, ვრცელ კომენტარს “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.
ალექსი ახვლედიანი მთავარ პროკურატურაში 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა. მას ჟურნალისტებთან გამოძიების დეტალებზე არ უსაუბრია.
“ჯერ მე თვითონ გავერკვე, რა ხდება სიტუაციაში. შევხვდები ნიკას. რა ხდება საერთოდ, მე თვითონ გავერკვე და მერე გავაკეთებ ვრცელ კომენტარს. მანამდე ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ხელისუფლებისგან მესიჯი საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი – 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.