ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებული ლევან მექვაბიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

როგორც „ინფო 9“-ს სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მექვაბიშვილის ბრალი ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ წაუყენეს.

ლევან მექვაბიშვილი ამ დროისთვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შსს-მ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა. შსს მექვაბიშვილის თანამზრახველს ეძებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს, ძმათა სასაფლაოზე დაჭრეს. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

წყარო:info9.ge

Comments
Loading...