ამ ბრძოლაში, საქართველო ყოველთვის იქნება საფრანგეთის უახლოესი პარტნიორი და მოკავშირე – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საფრანგეთში, ნიცაში 14 ივლისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

“მინდა, გამოვხატო უდიდესი მწუხარება და ღრმა თანაგრძნობა ნიცაში მომხდარ საშინელ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელმაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ეს საზარელი აქტი, ტერორიზმისა და გლობალური ექსტრემიზმის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით ბრძოლის საჭიროებაზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს. ამ ბრძოლაში, საქართველო ყოველთვის იქნება საფრანგეთის უახლოესი პარტნიორი და მოკავშირე. ამ გლოვის წუთებში, თითოეული ქართველი ფრანგი ხალხისადმი სოლიდარულია. ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ მსხვერპლთა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

Comments
Loading...