ამაშუკელის მუქარა “გირჩებს” – სათითაოდ გამოვღადრავ ყელს!

პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ “ასავალ-დასავალს” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს აღნიშნული ინტერვიუდან:

– უკრაინულ მედიაში, მურთაზ ზოდელავასა და გიორგი ვაშაძის, ასევე გოკა გაბაშვილისა და მისი ძმის ლადო გაბაშვილის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა, საიდანაც ირკვევა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” დიდი განხეთქილებაა. ის კი არა, გოკა გაბაშვილი თავის ძმასთან საუბარში სააკაშვილს პირდაპირ გიჟად მოიხსენიებს. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

– კარგად იცით, რომ მაგ უპატრონო გოკა გაბაშვილს ზოოპარკის გველიჭამია ბუ დავარქვი, სააკაშვილის სიგიჟეზე კი იმ დღიდან ვლაპარაკობ, რაც მაგ “გარეკილ პირველს” თვალებში ჩავხედე. რამდენჯერ მაქვს ნათქვამი “ნაციონალებს” სააკაშვილი იმაზე მეტად ეზიზღებათ, ვიდრე მე მეზიზღება-მეთქი და გოკა გაბაშვილის ლაპარაკში სწორედ ეს გამოჩნდა. საერთოდ “ნაციონალები” ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ახერხებენ, რომ მონოლითურობა გარეგნულად მაინც შეინარჩუნონ. ეგ ღორის გაგდებულები ერთმანეთზე დანაშაულებრივი ჯაჭვით არიან გადაბმული, დიდი ცოდვები აერთიანებთ და ერთმანეთის იქით სხვა გზა არ აქვთ. “ნაციონალური მოძრაობა” შორსგამიზნული ამერიკული პროექტია, რომელიც ქართული სულიერების წასაშლელად შექმნეს და ამერიკელები ასე ადვილად არ დაუშვებენ, რომ ეს სისხლიანი პარტია დაიშალოს!

– კი მაგრამ, “გირჩები” ხომ გამოეყვნენ “ნაციონალებს”, რატომ არის გამორიცხული, სხვებიც გამოეყონ?

– მაგ უპატრონოებს მივმართავ – “გირჩი” კი არა, “რკო” დაირქვან, იმიტომ, რომ ღორები არიან! “სოკოები” და “წიწიბურები” როდის გამოეყოფიან “ნაციონალებს”, ძალიან საინტერესოა!

– სხვათაშორის, “გირჩებს”, ანუ გოგა ხაჩიძის, პალიკო კუბლაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის პარტიას, ბიძინა ივანიშვილი დადებით კონტექსტში მოიხსენიებს და მათთან თანამშრომლობის მზადყოფნასაც გამოთქვამს!

– ქვეყანამ იცის, რომ ბატონ ბიძინას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ, მე რეზო ამაშუკელი, როგორც ერთი ქართველი, “გირჩებს” არასოდეს შევეგუები! მეტიც, თუ საშუალება მექნება, მაგათ სათითაოდ გამოვღადრავ ყელს! დიახ, პირდაპირ ვაცხადებ ამას და ზუსტად ასე დაწერეთ! თუ უნდათ მუქარად ჩამითვალონ და სადაც უნდათ, იქ იჩივლონ, მაგრამ როგორც კი შანსი მომეცემა, აუცილებლად გავუსწორდები მაგ გარეწრებს! ხმამაღლა ვამბობ, რომ ყველაფერზე წამსვლელი ვარ.

ეს “გირჩები”, “ნაციონალები”, “რესპუბლიკელები”, ალასანია-ბალასანიები ერთი მთხლეა და ბიოცისტერნა მარგველაშილიც მაგათთან არის! ეგენი ერთი წიაღიდან არიან გამოთრეულები!

მთელს ერს მოვუწოდებ – ქართველებო, ბოლოს და ბოლოს, გამოფხიზლდით, გამოიფხიკეთ ყურები და გავერთიანდეთ, რათა მურუსიძეები, “გირჩები”, “სოკოები” თუ “წიწიბურები”, “ნაციონალები”, რესპუბლიკელები და ალასანია- ბალასანიები ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ! ეს არის ჭუჭყი, რომელიც პოლიტიკურ სარბიელზე დაგროვდა და სასწრაფოდ არის გასატანი!

და კიდევ, ხელისუფლებლების გასაგონად მერამდენედ ვიმეორებ – დაიჭირეთ გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე!

Comments
Loading...