„ამბობდა, ამ ამბავს ვერ გადავიტანო, არავინ დაუჯერა” – „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულის ტრაგიკული ისტორია

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის თქმით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული გულის შეტევით გარდაიცვალა.

ტრაგიკული ისტორიის შესახებ ზაზა ხატიაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„დღეს დაკრძალეს „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებული შოთა ხატიაშვილი, რომელსაც ნერვიულობისგან გული გაუსკდა. ბატონ შოთას ბანკიდან 35 000 დოლარი ჰქონდა გამოტანილი, ორი ბინა ჩადებული ბანკში, ყოველ დღე დადიოდა დამწვარ ტერიტორიაზე, ნერვიულობდა, ამბობდა,  ამ ამბავს ვერ გადავიტნო, არავინ დაუჯერა. ნათელში იყოს მისი სული“, – წერს ზაზა ხატიაშვილი.

Comments
Loading...