ამბოხებულებმა პრეზიდენტის სასახლეში შეღწევა სცადეს (ვიდეო)


თურქეთში ამბოხებულები პრეზიდენტის სასახლეში შეღწევას ცდილობდნენ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სიტუაცია თურქეთში დასტაბილურდა.

სამხედრო ჯგუფი გვიან ღამით, თურქეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობდა.

ამბოხებულებმა თურქეთის პარლამენტს ბომბი ესროლეს. აფეთქება ასევე, მოხდა ანკარაში რამდენიმე სამთავრობო შენობაში.

თურქეთის დედაქალაქსა და სტამბოლში შეტაკებებს სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა.

Comments
Loading...