ამერიკაში შტორმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატში შტორმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.

BBC-ის ინფორმაციით, სტიქიამ ნგრევა გამოიწვია, დაშავდა ათობით ადამიანი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები დაშავებულების ძებნას განაგრძობენ.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძმრა.

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებას ჩრდილოეთ ფლორიდაში, ჯორჯიისა და კაროლინას სამხრეთ რაიონებშიც ვარაუდობენ.

 

Comments
Loading...