ამერიკელი სენატორი საქართველოს გამთლიანების იმედს გამოთქვამს

სენატორი ჯონ მაკკეინი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო კვლავ გამთლიანდება და სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება.

ამის შესახებ მაკკეინმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში სტუმრობის შემდეგ განაცხადა.
“ორპარტიული დელეგაცია აქ იმყოფება ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისადმი პატივისცემისა და თანადგომის გამსახატად, რომლებიც იცავენ ქართველი და ამერიკელი ხალხის თავისუფლებას. ვლადიმერ პუტინმა უკანონოდ მოახდინა საქართველოს ნაწილის ანექსია და ერთ დღესაც საქართველო კვლავ გამთლიანდება და გახდება სრულიად დამოუკიდებელი”,- განაცხადა მაკკეინმა.
ჯონ მაკკეინი ამერიკელ სენატორებთან ერთად საქართველოს ორრიანი ვიზიტით სტუმრობს.

Comments
Loading...