ამონარიდები მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებებიდან

„ადამიანური არსებისთვის (რადგან იგი ადამის მემკვიდრეა) შეუძლებელია ღვთის ჩარევის გარეშე, იყოს ღმერთთან… ის მხოლოდ მაშინ ახერხებს ამას, როცა ჩაერევა ღმერთი და ადამიანი ახალ ქმნილებად გარდაიქმნება… გადარჩენილი ადამიანის თვისებაა, რომ ის აღარავის განიკითხავს…“


„თუ ღმერთი ვერ ვიპოვეთ, ჩვენს სარწმუნოებას ფასი არა აქვს… მატყუარები ვიქნებით… და მე არ მინდა ვიყო მატყუარა და თან ყველაზე მთავარში და ყველაზე მთავართან… ისედაც საშინელებაა, რომ მატყუარა ხარ და წარმოიდგინეთ რომ ქრისტესთან ხარ მატყუარა – ცხოვრების საზრისთან, ყველაზე მნიშვნელოვანთან… ამიტომ სამუშაო ბევრი გვაქვს საზრუნავი ძალიან ბევრი გვაქვს… გვიჭირს რწმენაში, არ ვგავართ ქრისტეს…“


“თუ ჩემი სულიერი და რელიგიური ცხოვრება კონცენტრირებულია ქრისტეზე, ეს ჩვენს ცხოვრებაში უნდა გამოვლინდეს! და რაში?: სწორი ლოცვა, სწორი მსახურება, სწორი ლიტურღიული მსახურება, სწორი შინაგანი მდგომარეობა, სწორი ურთიერთობა ადამიანებთან; ჩვენ ვემსგავსებით მაცხოვარს: სიმშვიდით, სიმდაბლით; ქრისტესავით ვფიქრობთ, ქრისტესავით ვაზროვნებთ, ქრისტეს მზგავსად ვხედავთ ამ სამყაროს, ქრისტეები ვხდებით, ღვთის შვილები ვხდებით და უკვე სამოთხეში ვართ! ჩვენ ვართ ასეთ დროს სამოთხეში!”


„ფარისევლობა ყველაფერს სწორედ აკეთებს, მაგრამ სწორედ იმ უმაღლეს ზნეობრივ და სულიერ ავტორიტეტს, რომელიც ერთადერთი მხოლოდ ცოცხალი ღმერთია, მას ვერ იღებს და ყველანაირად გაურბის მას… ვერანაირი გარეგნული წესით ვერ დავიკვეხნით და არ გვექნება გარანტია იმისა, რომ ქრისტეს მოწაფენი ვართ.. ერთ-ერთი რაც ზაქეს ჰქონდა – ეს არის სიბრძნე, რომ ხვდებოდე რომ ეს არ არის ნამდვილი სიცოცხლე… რომ მარადისობაში ვერ შეხვალ… ზაქეს ეშინოდა… და მას ჰქონდა სიმდაბლე, რომელმაც ხეზე აიყვანა…“


“…თუ ახალი წელი სიმბოლურად ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს,მაშინ დაე დაიწყოს ჩვენთვის ახალი ცხოვრება.ახალი ცხოვრება…რა ცხოვრება?…რაც ხშირად გვითქვამს:
”არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე”,არცერთი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ქრისტეს გარეშე,ბოლოს და ბოლოს ამდენი წლის მერე(ამდენი წელი მაზიარებლები ვართ)დავემსგავსოთ მას,ვისაც ვეზიარებით…
მისით იკურთხება მთელი ჩვენი ცხოვრება,მისით იკურთხება ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებაც,ქრისტეთი იკურთხება აბსოლუტურად ყველაფერი რაც კი ადამიანურია,თუნდაც იმიტო რომ მან ადამიანური ყველაფერი განწმინდა,ყველაფერი მიიღო,ყველაფერი აკურთხა:

ქორწინებაც,საჭმელიც,სასმელი,ღვინოც კი თქვენ წარმოიდგინეთ…ოღონდ ყველაფერი ქრისტესთან ერთად და არაფერი ქრისტეს გარეშე და დღევანდელი დღეც და ამ წლის დასაწყისიც ქრისტესთან ერთად და ”არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე”.


“ორი ადამიანის სიყვარულს მაშინ გააჩნია პერსპექტივა, როდესაც ამ ორი ადამიანის გამაერთანებელი თავად ღმერთია… შემთხვევით არ არის რომ მოციქული ღმერთს უწოდებს სიყვარულს… ყოვლადწმინდასამების სამი პიროვნება უსასრულო სიყვარულით არიან ერთმანეთთან გაერთანებულები…და, ადამიანი სწორედ ყოვლადწმინდა სამების ხატია. ამიტომ, სიყვარული ნიშნავს იცხოვრო სხვისთვის ბოლომდე… და, ადამიანს აქვს ეს სავარჯიშო ამ სოფელში:
ეს არის მოყვასი, მეუღლე, შვილები, მეგობრები, ნათესავები, სადაც ის სწავლობს თვაგანწირულ სიყვარულს, რომ მერე ისწავლოს ღმერთის სიყვარული, ღმერთის სიყვარულისკენ სწრაფვა კიდევ გვასწვალის ადამიანურ სიყვარულს, ისინი ერთმანეთისგან გამომდინარეა…“


„ადამიანს არა აქვს ორი ცხოვრება, მას მხოლოდ ერთი ცხოვრება აქვს, და ეს განყოფა – გარდაცვალება, სინამდვილეში ეს არის ერთ-ერთი ცხოვრებისეული ეტაპი, ის არასოდეს არ უნდა შემოიფარგლოს, ეს ჩვენ ფსიქოლოგიურად გვაზიანებს. თუ ჩვენ გვინდა ნამდვილი ქრისტიანები ვიყოთ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები: „ჩემი მორწმუნე არ მოკვდება, არამედ იგი გარდაიცვლება, სიკვდილისაგან სიცოცხლეში“… იქითაც აქვს მნიშვნელობა, როგორ იცხოვრებ აქ… ყველაფერი მარადიულ პერსპექტივაში უნდა განიხილებოდეს… პავლე მოციქული შეგვახსენებს: „ყველაფერს ღმრთის სადიდებლად იქმოდეთო…“ უკვე აქ უნდა იყო, მარადიული ცის მოქალაქე… ღმერთმა ჩვენ შეგვქმნა ჭეშმარიტი მარადიული ცხოვრებისათვის… ამიტომ, ჩვენ ქრისტიანებს, უნდა გვახსოვდეს, რომ სიკვდილი ჩვენთვის – უაზრობა აღარ არის, სიკვდილმა აზრი შეიძინა, ქრისტემ შესძინა აზრი…“

Comments
Loading...