ანა დოლიძე – მივესალმები გიგი უგულავას თავისუფლებას, თუმცა, სიფრთხილით მოვეკიდოთ…

„პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გიგი უგულავას გათავისუფლებას მიესალმება.

ანა დოლიძემ პოლიტპატიმრის სტატუსთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება იმის შესახებ, რომ გიგი უგულავას უფლებები დაცული ყოფილიყო.

„ჩვენთვის გიგი უგულავას საქმე იყო ერთი სისხლის სამართლებრივი საქმე, თუმცა პრეზიდენტს მანამდე არა ერთხელ გაუმახვილებია ყურადღება, რომ დაცული ყოფილიყო ბატონი გიგის უფლებები და თავისუფლებები.

სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ დარიგებას იმ ტერმინის და იარლიყის, რასაც ჰქვია პოლიტპატიმარი. იმისთვის, რომ ვიღაცას პოლიტპატიმარი დავარქვათ, ამისთვის სახეზე უნდა იყოს ბევრი თვისობრივი მაჩვენებელი, მარტო ის, რომ ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არის ჩართული, მის მიმართ არის წაყენებული ბრალი, ამიტომ დავარქვათ საქმეს პოლიტპატიმრების საქმეს, მე ამას ვეწინააღმდეგები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

Comments
Loading...